|
2019-08-03 10:50:34, 8671 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციომ, ნარკოტიკებზე, რომლებიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევენ, პატიმრობა გააუქმა
საკონსტიტუციო სასამართლომ, იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევენ, პატიმრობის მუხლები გააუქმა. ამ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა. „საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის სანქციის სახედ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით დასჯადი ქმედებები არ წარმოშობდა იმგვარ საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც გაამართლებდა საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმებით დაწესებული სანქციის ისეთი სახეები, როგორიცაა - ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, როგორც აშკარად არაპროპორციული სასჯელი (სახდელი) არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნებად მიუთითა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და ნარკომანიის პრევენცია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებდა ალტერნატიულ სანქციებს, რაც სამართალშემფარდებელს აძლევდა შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით თავად გადაეწყვიტა რა სახის სანქციის გამოყენება იქნებოდა ყველაზე ადეკვატური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა, ერთი მხრივ, სადავო ნორმებით დასჯადი ისეთი ქმედებები, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარება და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით) შეძენა, შენახვა და დამზადება და, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენა, შენახვა და დამზადება. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები ქმნიან მოთხოვნას, რითაც ხელს უწყობენ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, შესაბამისად, მოხმარების შეზღუდვა ემსახურება როგორც თავად მომხმარებლის, ასევე საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას. ამავე დროს, ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მსგავსი ნივთიერების დასჯადობის მიზნები მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვით შემოიფარგლება. ამასთან, ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადება, შეძენა და შენახვა წარმოშობს მისი გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მინიმალურ, ჰიპოთეტურ რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე გამოყო ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, ისევე როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა შეიცავს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული რისკების პრევენციისა მიზნით, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთა ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში იზრდება როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონონო ბრუნვაში პირის მონაწილეობის ხარისხი, ისე უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გავრცელების და ამ გზით სხვა ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)