11:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 16:48:33, 1674 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ძლიერი თვითმმართველობა არის ძლიერი ქვეყნის წინაპირობა

„გაწეული სამუშაო, პრაქტიკულად თავისი შინაარსით  არის სრულმასშტაბიანი რეფორმა, როგორც ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით, ასევე ბიუჯეტირების თვალსაზრისით“, -  ასე შეაფასა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიის ბოლო ორი წლის საქმიანობა.

მუნიციპალიტეტის საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.  

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტი და ბათუმი იყოს წარმატებული, ვინაიდან ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები არის  ძლიერი ეკონომიკისა და ძლიერი ქვეყნის წინაპირობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანაქალაქელებს ჰქონდეთ წვდომა  მუნიციპალურ სერვისებზე და ყველა ის პრობლემა, რომელიც არის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა დასახლებაში სწრაფად იქნას იდენტიფიცირებული.

შემდეგ კი სწრაფად შემუშავდეს პრიორიტეტები, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო და ყველა საკითხი საჭიროებს  ოპერატიულ რეაგირებას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმის მერიამ საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიზნით მნიშვნელოვანი პროექტები შეიმუშავა.

2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით,  ბათუმი  პირველ ადგილზე გავიდა და საუკეთესო ქალაქად დასახელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics