|
2019-08-02 14:24:16, 899 ნახვა
საზოგადოება
ვინსენტ რეი: საქართველო სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ხელმძღვანელობდა. ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსს, ვინსენტ რეის და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მინისტრის მოადგილემ მიმდინარე პროექტების საფუძველზე მიღწეული წარმატებული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „თქვენი დახმარებით, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მოხარული ვარ, თქვენთან წარმატებული თანამშრომლობით“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. ვინსენტ რეის განცხადებით, საქართველო სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიზანს, რომელსაც, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დარგობრივი პოლიტიკის წარმოების და უწყების ინსტიტუციონალური ცვლილების ხელშეწყობა წარმოადგენს. მმართველი კომიტეტის შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)