11:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 12:57:17, 1164 ნახვა

კომენტარი
სალაძე გვარამიაზე: აუცილებელია, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა არ მიიღოს

„აუცილებელია, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა არ მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.

სალაძე მიიჩნევს, გამოძიებამ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„გამოძიებამ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რა პროცესთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. აუცილებელია, რომ ამ საქმემ არ მიიღოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა, აუცილებელია ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და არ დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი ატარებდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ნიშნებს და არა რეალურად სამართლებრივ საქმეს“-ამბობს სალაძე.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics