|
2019-08-01 13:34:35, 1005 ნახვა
საზოგადოება
კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა
კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია, ოპერატორებს გაესაუბრა და კონსულტაცია მიიღო. თბილისის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის სხვა რაიონების კონკრეტულ ქუჩებზეც ამოქმედდება. „დღეს უკვე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს. კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოქმედებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას უშუალო კურირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები გაუწევენ. ისინი ყველაფერს აუხსნიან მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, აქ ავტომანქანა გააჩერონ. გადახდის წესები მარტივია. ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი როგორც გადახდა, ასევე ზონის შერჩევა და 15-წუთიანი უფასო პარკინგით სარგებლობა. გარდა ამისა, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობითაც, რომლითაც ჩვენ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება. მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ავტომანქანები, ამის შემდეგ კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ მათ გაჩერებას. ადგილზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი.
(NS)
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)