16:44 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 15:56:59, 901 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი რეინჯერებს პროფესიულ დღეს ულოცავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაცული ტერიტორიების ყველა რეინჯერს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„საქართველოს დაცულ ტერიტორიებს  დღეს 400- მდე რეინჯერი იცავს.

საფრთხეებისგან დაზღვევა, ბრაკონიერობის ფაქტის აღვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა დახმარება - ეს  არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელშიც რეინჯერები არიან ჩართული.

ჩვენს რეინჯერებს განსაკუთრებული მისია აქვთ, მათ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურის, ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა ევალებათ. რეინჯერები, ძალიან ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ  სამსახურეობრივ მოვალეობას. დაცული ტერიტორიების დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ჩვენი რეინჯერების სამუშაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ. პატივს მივაგებ ყველა იმ რეინჯერის ხსოვნას, რომელმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას სიცოცხლე შესწირა“.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics