|
2019-07-31 12:26:20, 751 ნახვა
საზოგადოება
თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ატელიე არქიტექტი“ შეიმუშავებს
თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ატელიე არქიტექტი“ გამოვლინდა, რომელმაც პარკის რეაბილიტაციის პროექტი ოთხი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ტერიტორიის სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმითაა გათვალისწინებული. „თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხევი მოიცავს, დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას და დარწმუნებული ვარ, ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც კი გვექნება დასრულებული პროექტი, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოებს კი კომპანიის შერჩევისთანავე დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობისას ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნდება. ამასთან, კახა კალაძე დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის პროექტსაც შეეხო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანია უკვე რამდენიმე დღეში გამოვლინდება და ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაც უახლოეს დღეებში დაიწყება.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)