11:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 13:47:37, 2521 ნახვა

სამართალი
პოლიციის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა.

74 წარმატებულ კურსდამთავრებულს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა გადასცა.

ღონისძიებას, აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორები, პროკურატურის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, თბილისის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების 4-თვიანი კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გამომძიებლებისთვის წელს შეიმუშავა.

სასწავლო პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.

მოქმედი გამომძიებლები, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics