|
2019-07-26 16:06:26, 2019 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ მილიონი ლარი შემაკავებელი იქნებოდა
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა. პროკურორის თქმით, საგამოძიებო ორგანო აგრეთვე ითხოვს, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საქართველოს ტერიტორია მათი ინფორმირების და ნებართვის გარეშე ვერ დატოვონ. "ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ. გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულზე. ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, იმ საფუძვლების რა საფუძვლები ჩვენ სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი, შესაბამისად, ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონ-მილიონი ლარი იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის. საქმეში წარმოდგენილი არის არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები", - განაცხადა საქმის პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)