13:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 13:52:32, 1044 ნახვა

საზოგადოება
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“: R2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მედიაპლურალიზმზე დარტყმა იქნება

პრესის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

განცხადების მიხედვით, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მოუწოდებს ტელევიზიის გუნდს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისკენ.

ორგანიზაცია აგრეთვე მედიის მფლობელსა და პოლიტიკურ პარტიებს თხოვს ტელევიზიაზე ნაკლები გავლენა მოახდინონ. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მფლობელის ცვლილებამ, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს ტელევიზიაში:

„რუსთავი 2"-ის მფლობელობისთვის განგრძობადი დავის მიღმა, მფლობელის შეცვლის პოტენციური შედეგები იწვევს ეჭვებს. "რუსთავი 2" არის საქართველოს როგორც ყველაზე პოპულარული ტელევიზია, ასევე ოპოზიციის მთავარი საშუალება საკუთარი აზრები გააჟღეროს“.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics