|
2019-07-26 11:23:29, 2070 ნახვა
სამართალი
არადეკლარირებული მობილური ტელეფონებისა და ტექსტილის ნაწარმის შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა, არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოტანილი იქნა ჯამში 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი. „როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 161 000 ლარის ღირებულების საქონელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)