13:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 18:43:07, 1791 ნახვა

კომენტარი
საფრანგეთის ელჩი R2-ზე: კრიტიკული მედია, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ელჩმა აღნიშნა, რომ კრიტიკული მედიის არსებობა, რომელიც არ ეფუძნება ყალბ ახალ ამბებს, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

“დემოკრატიის მთავარი პრინციპები არის გამჭვირვალე არჩევნები, თავისუფალი, პლურალისტული მედია და ნდობა სასამართლოს მიმართ. დემოკრატია გრძელვადიანი ბრძოლაა და ეს არ არის ის, რაც გარანტირებულია. საქართველომ უნდა მიაქციოს ყურადღება ამას, დემოკრატიისთვის ყოველდღიურად უნდა იბრძოლოთ და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა მესამე სექტორთან ერთად ცდილობს დაიცვას თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში. რუსთავი 2 არის პატივსაცემი მედია. ვფიქრობ თუ არსებობს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ყალბ ახალ ამბებს, ხელისუფლებისთვის ამ აზრის მოსმენა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მათ უნდა გაიგონ ხალხის ხმა და რუსთავი 2 წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს ამ ქვეყანაში. მე წარმატებას ვუსურვებ რუსთავი 2-ს და ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს“, - განაცხადა ელჩმა რუსთავი2-ის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics