|
2019-07-25 13:34:07, 957 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლის აკრძალვის მიზეზის გასარკვევად მერიაში მივა და წერილს შეიტანს
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზეზით პოლიციამ პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა, სიტუაციაში გასარკვევად მერიაში მივა. მაჩალიკაშვილი პოლიციელებისგან კარვის გაშლის აკრძალვის შესახებ კონკრეტულ დოკუმენტს და ბრძანების გამცემის ვინაობას ითხოვდა. „ვისგან გაქვს ეს მითითება, რომ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს? მაშინ დამანახე ის საბუთი. შემდგომში მე წავალ იმ ადამიანებთან და ავუხსნი ჩემს ამბავს. ჩემი ბანერიც აქ დგას, კარვის გარეშე არ შემიძლია მე აქ, მეც ხომ დასვენება მინდა, მე ხომ 429 დღე ღამეა აქ ვდგავარ. მე წინააღმდეგობას არ გიწევთ, თქვენ დაიცავით ადამიანთა უფლებები. წელიწად ნახევარია იმას ვითხოვ ამიხსნათ რატომ მოკალით მძინარე ბავშვი. იმ კარვის დასაშლელად, რომელიც აქ მედგა თქვენ ყველა სიბინძურე გამოიყენეთ. მაშინ მერიაში წავალ და იქ ვიკითხავ, მაგრამ ერთია ყველა, ერთ ჯამში იხარშებიან, ყველა იტყუება. ამათ ხომ "ოცნებაში" უნივერსიტეტი აქვთ გახსნილი ტყუილების - როგორ უნდა მოატყუონ ხალხი“, - მიმართა მაჩალიკაშვილმა პოლიციელებს. მაჩალიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ამ საქმის ეშინია და ყველანაირად ცდილობს მას პროტესტის გამოხატვაში ხელი შეუშალოს. „ჩვენ ხომ ყველას კარგად გვახსოვს, თავიდან კარვების დადგმისას როგორ წინააღმდეგობას გვიწევდა პოლიცია. შემდეგ გაირკვა, რომ კარვების დადგმის უფლება ყველას აქვს. მაჩალიკაშვილის საქმე ამათ ყველას აზანზარებთ, მეხის დაცემაა ამათთვის. სანამ რეაბილიტაცია დაიწყება, იქამდე მექნება კარავი და მერე ავიღებ. ამათ მაჩალიკაშვილის საქმის ეშინიათ, ეს საქმე თქვენ ყველას ბოლოს მოგიღებთ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი მერიაში წერილს დღეს, 16:00 საათზე შეიტანენ.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)