|
2019-07-25 12:16:03, 1106 ნახვა
საზოგადოება
მერიის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას ისევ ცდილობს, თუმცა ამის საშუალებას მას სამართალდამცველები არ აძლევენ. მაჩალიკაშვილის კარავი, რომელიც პარლამენტის წინ დაახლოებით 10 თვის განმავლობაში იყო განთავსებული, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაწყების გამო აიღეს. დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარვის გაშლა ისევ დააპირა, თუმცა ადგილზე მისულს პოლიციამ მას განუცხადა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია გზის რეაბილიტაციას იწყებს, კერძოდ კი, ფილების აყრა. თავად მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კარავს დაშლის, როგორ კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, თუმცა მას კარვის გაშლის საშუალებას მაინც არ აძლევენ. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება რეაბილიტაცია. პოლიცია ვერ აკონკრეტებს შეეხება თუ არა ტერიტორიის დაცლა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის იყენებს თავის უფლებას და კარვის გაშლას მაინც აპირებს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)