13:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 11:41:51, 845 ნახვა

საზოგადოება
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 8000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დარიალის ხეობაში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„საბაჟო გამშვები პუნქტიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობას. დღე-ღამის განმავლობაში, პუნქტის გავლით, 200-დან 220 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, მოსავლის აღება, დაბინავება და რეალიზაცია ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახეთის რეგიონში არსებული ცხრავე სამაცივრო მეურნეობა სრული დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. აღნიშნული დოკუმენტაციის საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარდგენის შემდეგ, მალფუჭებადი პროდუქტი შეუფერხებლად გადის ყველა საჭირო პროცედურას.

დღეის მონაცემებით,  საქართველოდან 8000 ტონაზე მეტი ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული, საიდანაც ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გასულია 6000 ტონა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ უფროსი შოთა სხილაძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics