|
2019-07-19 22:58:19, 1599 ნახვა
საზოგადოება
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა - ფოტო
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში მუსიკოს დავით ევგენიძის კონცერტი გაიმართა. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა, მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს – ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი, დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით. რაც შეეხება გამწვანებას, დაირგო 1000 კვადრატული მეტრი რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირებისსამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლოროტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი:. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დაიხარჯა. მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ კომპანიები „ენსისი“ და „ამბიენსი“, რომლებმაც ბაღში დეკორატიული სანათები და სკამები განათებით უსასყიდლოდ დაამონტაჟეს. განახლებული მრგვალი ბაღის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან. NS
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)