14:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 16:22:38, 2807 ნახვა

სამართალი
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა  არ დააკმაყოფილა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აქციის მონაწილეებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს მისცა პასუხისგებაში. ბაჯელიძისა და ცოტნიაშვილის გარდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს კიდევ ერთ პირს, ლევან ჯიქურსაც შეეფარდა. იგი ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics