|
2015-07-06 15:17:30, 554 ნახვა
საზოგადოება
ოცდამესამე საზოგადოებრივი ცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაიხსნა
რიგით ოცდამესამე საზოგადოებრივი ცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასხნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლება, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით, მომხმარებელს, დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. უკვე არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მსგავსად, შილდას საზოგადოებრივი ცენტრის უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოსახლეობას ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრები მოემსახურებიან. შილდას საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი, შილდასთან ერთად მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებსაც, ჯამში ა6000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს სთვაზობს. საზოგადოებრივი ცენტრების თანამდეროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის და მათ საშუალებს მისცემს კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. შილდას საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 22 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშას და კაზრეთის მოსახლეობას.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)