|
2019-07-18 17:00:06, 2130 ნახვა
საზოგადოება
ილო ბეროშვილი - ქიბარ ხალვაშს მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ლოგო დარჩება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტების გუნდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ერთობივი განცხადება გააკეთა. როგორც „გვიანი შოუს“ წამყვანმა ილო ბეროშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არხის მუსიკალურ მეგაპროექტებს, შინაარსობრივად ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, გუნდი იმავე სულისკვეთებით მუშაობს და იმავე ფასეულებებს იზიარებს, რომელსაც ემსახურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახური. „ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის არხის გენერალური დირექტორი. თუ აქამდე ჩვენ გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომა ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე. ქიბარ ხალვაშის განცხადებიდნ გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რომელიც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული „რუსათვი 2“- ის გაქრობას. თუ ეს მოხდება, რუსთავი 2-დან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც თუ დავუჯერებთ ჩვენს სასამართლოს, ქიბარ ხალვაშის შექმნილია, სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლო ყველაფერში დაეთანხმა ქართული სასამართლოებს და ჩვენი არხი ურთულეს მდგომარეობაში დატოვა. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დასავლეთისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ილო ბეროშვილმა.
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)