11:42 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 15:30:51, 1089 ნახვა

საზოგადოება
ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ადვოკატმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.

ადვოკატის განცხადებით, ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.  

„აღსასრულებლად წარვადგინე უზენაესის გადაწყვეტილება და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას. არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს „რუსთავი2“-ის მესაკუთრედ“, - განაცხადა სალიამ. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics