|
2019-07-18 14:45:56, 2608 ნახვა
ეკონომიკა
გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება
18 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც წარმოადგენს ამა წლის 15 ივნისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის" სასესხო ხელშეკრულების თანმხლებ მხარდამჭერ ღონისძიებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსები მიმართული იქნება ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებისა და საქართველოს ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთოხებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობას. ასევე ხელი მოწერა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით დაფინანსების შეთანხმებას. აღნიშნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარებას პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის სახით, მიზნად ისახავს საქართველოსთვის დახმარების გაწევას ენერგეტიკის სექტორში „ენერგეტიკულ გაერთიანებისა" და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში. „გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში ბოლო 20 წელია გრძელდება. ამ წლების განმავლობაში, გერმანია საქართველოსთვის იქცა ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ქვეყნად, რომელიც დონორი ორგანიზაციების მეშვეობით გვეხმარება როგორც ინვესტიციების მოზიდვასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში," – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ხელმოწერის შემდეგ. მან განსაკუთრებით გამოყო გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) აქტიური მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, რომელიც გამოიხატება ტექნიკური, ფინანსური თუ ექსპერტული დახმარებით. „დღეს ხელმოწერილი დაფინანსების შეთანხმებებიც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, რაც მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ექსპერტულ დახმარებას, რათა წარმატებით იქნეს განხორციელებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერას ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელების პროცესში. მსურს, გამოვხატო მადლიერება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისადმი (KfW) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაძლიერებას ემსახურება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)