|
2019-07-18 14:38:17, 832 ნახვა
საზოგადოება
თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერმა სარეაბილიტაციო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვების დაწესების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი სამ თვეში განხორციელდება. „გასულ წელს აქ გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ეს მონაკვეთი ავარიული იყო. წელს გადავწყვიტეთ, სრულად განვაახლოთ ეს კონკრეტული ადგილი. დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. საყრდენებისა და გარეგანათების შეცვლის შემდეგ ჩატარდება კლდის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი LED სანათები, გზის საფარი კი სრულად შეიცვლება. ამასთან, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდებოდა. გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მუშაობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.
(NS)
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)