16:04 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 10:02:12, 1280 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დღეიდან იწყებს.

გასაუბრება 11:00 საათზეა ჩანიშნული. პირველ ეტაპზე შერჩეული 50 კანდიდატიდან გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი გაივლის.

„მოსმენა თითოეულ კანდიდატთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გასაუბრების დაწყებამდე მოისმენენ კანდიდატის ბიოგრაფიულ მონაცემებს; ამის შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კითხვებს დასვამენ, რომელიც შეძლებისდაგვარად ერთნაირი სირთულის უნდა იყოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისაღებში განთავსებულ სპეციალურ მონიტორზე გადაიცემა, რომლის საშუალებითაც მედიის წარმომადგენლებს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე - ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პროცესს დააკვირდეს.

გარდა ამისა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ვიდეო ოქმები“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics