|
2019-07-16 11:19:59, 1764 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, არხსი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ადვოკატის განცხადებით, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნაა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სსკ-ის 220-ე მუხლით გამოძიება დაიწყოს, რაც დირექტორის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. „ნინო ნიჟარაძე 2014 წლიდან ფლობს წილს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში და ამ ხნიდან მოყოლებული მს არ მიუღია არც დივიდენტი, არც რაიმე სახის შემოსავალი, მეტსაც გეტყვით, არანაირი ყურადღება მის მიმართ გამოჩენილი არ ყოფილა. ნიჟარაძე ასევე ითხოვდა თავისი წილის გასხვისებას, რაზეც მას ნებართვა არ მიეცა. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც მივმართავთ პროკურატურას. ჩვენ ასევე ვითხოვთ სხვადასსვა დოკუმენტაციის გადმოცემას, არ მოხდა ჩვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების სრულად გადმოცემა და იმ დოკუმენტებიდან, რაც მივიღეთ, აშკარად გამოიკვეთა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები. საუბარია 220-3 მუხლზე, რაც არის ხელმძღვანელის მიერ საზოგადოებისსაზიანოდ მოქმედება, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის გამორჩენა მოჰყვა. ასევე, 182-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს მითვისებასა და გაფლანგვას და ასე შემდეგ. იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას, ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება და ეს გააკეთა მაშინ, როცა ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა, ასეთ პერიოდში კონტრაქტი დაბალ თანხაზე გაფორმდა. ეს არის გაუგებარი, თუ რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიას შემოსავლები პრაქტიკულად დამალული იქნა პარტნიორებისთვის. ნათელი გახდა, რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიებში. უკანასკნელი კომპანია, სადაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, არის სხვა ინტერმედია და მისი დამფუძნებელი ერთი-ერთი მიხეილ მშვილდაძეა. არსებობს საფუძველი, რომ ხდება თანხების აკუმულირება, ე.წ. გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიებში“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ორწლიან განხილვას ასრულებს და ტელეკომპანიის წილების საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)