09:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 13:07:09, 1319 ნახვა

საზოგადოება
ძაღლი, რომელსაც ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს, გადარჩა [ვიდეო]

ძაღლი, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს, გადარჩა.

ინფორმაციას და ვიდეოს მამა სებასტიან ნეფარიძე ავრცელებს, რომელმაც ჰასკი დედაღვთისას მონასტერში მოსავლელად წაიყვანა.

„ყბა ჩალეწილი ჰასკი რომელიც მე შევიფარე დამოუკიდებლად ჭამს საჭმელს მადლობა ბატონ თამაზს რომლის დამსახურებაცაა ამ ჰასკის გადარჩენა“, - წერს მამა სებასტიანი.

ვიდეოს  თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარიც გამოეხმაურა, რომელმაც ნაწამებ ჰასკზე ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა.

„სასწაული მოხდა! დღეს მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბა მოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს. სად არ გვყავდა და რომელ ექიმს არ ვაჩვენეთ , ყველამ გვითხრა რომ ძაღლს ქვედა ყბა ისე აქვს ჩალეწილი სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავისით შეძლოს ჭამა. ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა . დიდება უფალო შენ ძალას“, - წერს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი  Facebook-ზე.

შეგახსენებთ,  რომ ჰასკის წამების თაობაზე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

ვიდეო









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics