|
2019-07-11 12:47:58, 1469 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, სტრაბონის ქუჩაზე 9121 კვ.მ. ფართობის მოწესრიგდება სრულდება. ამ ეტაპზე, ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. ნიკო ბურის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ამჟამად, გრუნტის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე 3767 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. გაიოზ ვასაძის თქმით, ამ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ ყოფილა. „წელს დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მოსახლეობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელებს, როგორც საგზაო, ასევე დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 462 546 ლარი გამოიყო.
(NS)
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)