18:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 18:50:32, 1862 ნახვა

კომენტარი
გავრილოვი: როდესაც შეურაცხყოფთ რუსეთის პრეზიდენტს, ეს ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში ვიზიტს ფართო მასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ეტერს ეხმაურება. 

როგორც გავრილოვმა "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებილი განცხადებები საკმარისი არ არის.

„რუსთავი 2"-მა ძალიან ცუდი როლი შეასრულა პირადად ჩემს დისკრედიტაციაში. რაც შეეხება განცხადებებს, ეს ქვეყნის შიდა საქმეა, რამდენად შეუძლია ხელისუფლებას პასუხი აგოს საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობებზე და ეთიკის ნორმების დაცვაზე. ჩემი აზრით ეს განცხადებები საკმარისი არ არის. თავად "რუსთავი ორმაც" უნდა გააკეთოს დასკვნები. ასე არ შეიძლება. თქვენ შეგნებულად აფუჭებთ ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობას, როდესაც ახდენთ რუს დეპუტატზე თავდასხმის პროვოცირებას და შეურაცხყოფთ რუსეთის პრეზიდენტს, ეს ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics