|
2015-07-04 14:23:51, 631 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტებმა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულება დაათვალიერეს
ბათუმში, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში სამედიცინო აქციის ფარგლებში მედიატური ჩატარდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარი ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სამინისტროს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა თამთა დემურიშვილმა ჟურნალისტებს დაწესებულებაში სამედიცინო კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. მისი განმარტებით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი, რომელის მედიკამენტებით აღიჭურვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თვეში ერთხელ გეგმიურად მიმდინარეობს. აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის 500-მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი. მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს ადგილზე ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი 24 საათის განმავლობაში მორიგეობს. სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, დაწესებულებაში დამონტაჟებულია კონდენციონერები. პატიმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული სხვადასხვა სახის ლიტერატურით.
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)