18:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 14:32:54, 1460 ნახვა

კომენტარი
ვასაძე - უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა

პარლამენტის წინ შეკრებილი ძალადობრივი ძალების ლიდერი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება და "გარყვნილების პროპაგანდის" აკრძალვაა.

მანვე განმარტა, რომ იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ, პრობლემა არ აქვს.

"მე არა მაქვს არავისთან პრობლემა, ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას, იმიტომ რომ მეც ვაპროტესტებ რუსულ ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა:  პირველი - ჩვენ ყოველთვის ვიყავით წინააღმდეგი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა, ვამბობდით, რომ ეს საზოგადოებაში ვნებათაღელვას გამოიწვევს. უცხოელი ელჩები და არასამთავრობოები გვიფრიალებენ ამ კანონს, როგორც საფუძველს, ამიტომ ეს კანონი  უნდა გაუქმდეს. მეორე მოთხოვნა არის, რომ მიღებულ იქნას კანონი საქართველოში გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ. ასევე, არ დავუშვებთ ე.წ. პრაიდის ჩატარებას“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics