19:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 18:05:19, 1983 ნახვა

სამართალი
გია ბარამიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. 

ბარამიძე ჩვენებას ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აძლევს. მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხორციელდება. 

გიორგი ბარამიძე სასამართლოში ადვოკატის გარეშე, თანაგუნდელებთან ერთად მივიდა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვაზე გია ბარამიძის გარდა, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარა. როგორც ცნობილია, გიგი უგულავას მაგისტრი მოსამართლე დაკითხავს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, იგი საფრანგეთში იმყოფება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენებას დისტანციურად მისცემს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics