06:12 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 18:14:45, 1000 ნახვა

საზოგადოება
შეხვედრაზე კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კორეა-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხატია წილოსანმა შეხვედრაზე  ყურადღება  გაამახვილა  ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროექტზე „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელის ფარგლებშიც გამოფენები წარმატებით განხორციელდა საფრანგეთსა და იაპონიაში.  მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს ანალოგიური გამოფენის კორეის რესპუბლიკაში გამართვა შესთავაზა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრაზე კიმ სე ვუნგმა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას  ექსპორტის  დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად,  სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და აქტიური თანამშრომლობით, შესაძლებელია საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, სააგენტოსა  და  ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics