20:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 14:38:02, 1469 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: საქართველოს ხელისუფლება სადამსჯელო ქმედებებს რუსეთის დავალებით ასრულებს

„ის აბსურდული კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებს მისცა, ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნის დაწყებას ნიშნავს“, - ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება სადამსჯელო ქმედებებს რუსეთის დავალებით ასრულებს.

„ის აბსურდული კვალიფიკაცია, რომელიც მისცა ამ საპროტესტო მოვლენებს პროკურატურამ, თითქოსდა ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, უკვე სცდება იმ კომიკური მსგავსი შემთხვევების ფარგლებს, რაც ერთხელ უკვე გვინახავს, რომ თითქოს საბურავების დაწვას თუ დალაგებას ვაპირებდით და თუ ეს იყო პოლიტიკურ წრეებში სასაცილო მოვლენა, უკვე არაადეკვატური ხელისუფლება ამ სასაცილოს აქცევს ძალიან სახიფათოდ. ეს განცხადება, ფაქტობრივად, ნიშნავს პოლიტიკური დევნის, რეპრესიების დაწყებას. რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად იდენტურია ხელისუფლების მიერ ჩატარებული ქმედებებისა, კვალიფიკაცია იყო როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და პირველად ეს სიტყვა იხმარა გავრილოვმა და შემდეგ მუქარა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ფაქტობრივად, შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ და ეწევა სადამსჯელო ქმედებებს რუსეთის დავალებით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics