|
2019-07-04 14:14:35, 1655 ნახვა
სამართალი
დუშეთში ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს - ელიზბარაშვილი
თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში ადგილობრივმა თანამზრახველთან ერთად ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ძვლები ჩაუმსხვრია. მათივე ინფორმაციით, ძაღლს ძვლები აქვს ჩალეწილი და ჭამას ვერასდროს შეძლებს. თავშესაფარში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ძაღლის დაძინება მოუწიოთ. გარდა ამისა, ელიზბარაშვილის თავშესაფარმა სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირება მოახდინა და Facebook-ის გვერდზე მისი ფოტოც გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ცხოველებისა და ფრინველების წამებასა და მოკვლაზე სასჯელი გამკაცრებულია. "ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. ცვლილებების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის თანახმად: ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, - ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან 2 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე".
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)