|
2019-07-03 13:46:32, 1484 ნახვა
საზოგადოება
მაქარაშვილი - აქციები გაგრძელდება, შაბათობით ჩატარდება მარში, მივალთ ყველგან, სადაც გახარია იქნება
აქციის მონაწილეები ყველა იმ ადგილზე მისვლას იწყებენ, სადაც გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წევრები მივლენ, -ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განუცხადა. მაქარაშვილის განმარტებით, ხვალ, პარლამენტის წინ კონცერტი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას აქციის მხარდამჭერი მომღერლები მიიღებენ. „აქციები ჩვეულებრივად, სტანდარტულად გაგრძელდება , როგორც წინა დღეებში იყო. რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე დავიწყებთ შეკრებას. ხვალ დიდი კონცერტი ჩატარდება ყველა იმ არტისტის მონაწილეობით, ვინც აქამდე მხარს გვიჭერდა და არიან ისეთებიც, ვინც ხვალ პირველად გამოვლენ. ასევე, სიახლე იქნება ის, რომ გარკვეული ჯგუფები შეიკრიბებიან იქ, სადაც მივლენ გახარია და მთავრობის სხვა წევრები. შაბათს ისევ მასშტაბურ მარშს ვგეგმავთ. აქციები გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, უბრალოდ შეიძლება ფორმატს გადაეხედოს“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეთოთხმეტე დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)