|
2019-07-03 12:50:55, 829 ნახვა
საზოგადოება
დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი კერძო მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის შედეგად დედაქალაქს დაუბრუნდება
დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი, კერძო საკუთრებაში არსებული 679 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგად, დედაქალაქს დაუბრუნდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მესაკუთრეს დიღმის ტყე-პარკში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გადაეცემა. მისივე თქმით, დიღმის ტყე-პარკში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ქალაქისთვის დაბრუნება დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს ჯამში 27 086 კვადრატული მეტრი მიწის ფართი დაუბრუნდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. „ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეების შენარჩუნებასა თუ მოწყობაზე. გვისაუბრია იმაზეც, თუ რამდენი მწვანე სივრცე შეეწირა ქალაქში მშენებლობებს. სამწუხაროდ, ეს ხდებოდა პარკებსა და სკვერებში. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი დიღმის ტყე-პარკია, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად იქნა გასხვისებული და დღეისათვის იქ, დაახლოებით, 80% კერძო საკუთრებაშია. მერად არჩევის შემდეგ მე განვაცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გამოგვესყიდა ეს უნიკალური ტყე-პარკი, რადგან ის არის იდეალური მწვანე სივრცე, უამრავი ადამიანი ცხოვრობს გარშემო და მათთვის ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი დავუბრუნეთ. თუმცა კიდევ რჩება მიწის ნაკვეთები, რომელსაც სჭირდება ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)