03:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 13:32:37, 898 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის ახალი ტექნიკა შეისყიდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას და მედიას დასუფთავებისთვის განკუთვნილი ახალი ტექნიკა წარუდგინა, რომლითაც „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქს მოემსახურება.

კახა კალაძის განცხადებით, 25 ერთეული ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

„დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ ახალი ტექნიკა, რომელიც ჩვენ ქალაქისთვის შევიძინეთ. 25 ერთეულიდან 22 ნარჩენების მზიდია, ორი თოვლის საწმენდი, ხოლო ერთი გზის დასახაზი. დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თბილისისთვის საკმარისი არ არის. სამასი ერთეული ტექნიკა ემსახურება დედაქალაქს და ბევრია ამორტიზირებული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ჩანაცვლება ახალი მანქანებით, რათა ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, ნარჩენების თვალსაზრისით არ გვქონდეს პრობლემები. მომავალი წლის განმავლობაში ვაპირებთ კიდევ ტექნიკის შესყიდვას, რათა ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და გამართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა და საკრებულოს წევრები  ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics