|
2019-06-28 19:12:18, 1719 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ღვინო“ - სახელწიფომ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები თავიდან უნდა აიცილოს
ასოციაცია „ქართული ღვინო“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს წერილით მიმართავს. როგორც ასოციაციის წერილშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. „ის, რომ ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს საკუთარი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არავისთვის არ არის სიახლე. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკამ ის შედეგი მოგვცა, რომ გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი. ჩვენ ღვინო გაგვაქვს ისეთ ბაზრებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტის შესაძლებლობა იყო წარმოუდგენელი, არამედ საერთოდ არ იცნობდნენ ქართულ ღვინოს. ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, სხვადასხვა რგოლით, ათობით ათასი ადამიანია ჩართული. ტრადიციული დარგი აქტიურად ვითარდება, ქართული ღვინო სულ უფრო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრება და ღიად დავაფიქსიროთ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა“, - ნათქვამია წერილში.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)