21:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 12:13:48, 1275 ნახვა

კომენტარი
გახარია: პარლამენტში მისვლა იყო ჩვენი ინიციატივა- შეგვიძლია მივიდეთ იქ ხვალაც და მაშინაც როცა დაგვიძახებენ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ნებისმიერ დროს მივიდეს.

„პარლამენტში მისვლა იყო ჩვენი ინიციატივა. თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ზოგიერთი პარლამენტარის, ასე ვთქვათ, გასაკვირი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ თურმე გიორგი გახარიას არ მიუშვებენ პარლამენტში და ასე შემდგომ. მე არ ვიცი რატომ მიიღო პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება და არ მოგვცა კონკრეტული თარიღი. ჩვენ პარლამენტში მისვლის სურვილი ყოველთვის გვაქვს და შეგვიძლია მივიდეთ იქ ხვალაც და მაშინაც როცა დაგვიძახებენ, უმცირესობა და უმრავლესობა როცა შეთანხმდებიან. ზოგ შემთხვევაში შეიძლება თქვენს წინაშე ჯდომა შეიძლება ჩემთვის ცოტა უფრო რთული იყოს ვიდრე პარლამენტში მისვლა, მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სამინისტროს კარი მედიისთვის და ყველასთვის ყოველთვის არის ღია. და ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე კითხვების და არც ჩვენი პოზიციის დაფიქსირების და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს 8 დღე იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იმით, რომ არ გამოგვეწვია დამატებითი ტემპერატურის ზრდა ეს იყო და ეს მეტი არაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics