|
2019-06-27 14:33:43, 965 ნახვა
საზოგადოება
USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხდა პროგრამის ხელმძღვანელს, ლოუ ფაოროს მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნია. პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი) ხელშეწყობის საკითხებს. პროგრამის ხელმძღვანელის, ლოუ ფაოროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია საქართველოში ახალი პროექტის დაწყებით, რადგან ქვეყანაში სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ტექნიკური ცოდნის შეძენისა და გაღრმავების თვალსაზრისით, სარგებელს 150 ათას ბენეფიციარს მოუტანს. მიზნობრივ ტექნიკურ დახმარებას კი, 500 მცირე და საშუალო ზომის საწარმო, კოოპერატივი, მომსახურების/კონსულტაციის მიმწოდებელი და ასოციაცია მიიღებს. შეხვედრას USAID-ის ექსპერტები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)