|
2019-06-26 12:39:44, 1201 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფოს ბრიგადებს, რომლებიც აქციაზე დაშავებულებს ეხმარებოდნენ ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
თბილისის მერი კახა კალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობას უხდის. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მართლაც დიდი სამუშაო გაწიეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი ჩვენი მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თითოეულ წევრს მინდა, უდიდესი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო. ისინი 24 საათის განმავლობაში, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავენ, რაც რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მინდა, აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, 20-21 ივნისის აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა ასევე, პირადად გადაუხადა მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ, გამოჯანმრთელება უსურვა. „დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები და მე მაქვს საშუალება მათ პირადად ვუთხრა მადლობა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისთვის. სამწუხაროდ, არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა, მათ გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)