|
2019-06-26 12:32:09, 848 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 13 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
დიდიდიღმის IV მიკრორაიონში, N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 13 ოჯახს საცხოვრებელიფართები გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „არქიმედ ჰაუსი“ გადასცემს. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის სიახლე გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. 3000-მდე ოჯახი,სახელმწიფოს აღიარებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ბინები, რომელიც მათ ეკუთვნით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა შემუშავებული და ის კრიტერიუმებიც, თუ როგორ უნდა იყოს განსაზღვრული ბინის მიმღებთა რიგითობა. მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ბინების გaდაცემა პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავარია, რომ მსგავსი პრობლემის მქონე არცერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. მიდგომა ძალიან მარტივი გვაქვს - სხვადასხვა რაიონში გამოყოფილი გვაქვს მიწები, სადაც ვაცხადებთ ტენდერს. გამარჯვებული ხდება ის კომპანია, ვინც უფრო მეტი ბინის ფართს შემოგვთავაზებსკოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ბინების დარეგისტრირების პროექტთან დაკავშირებით არსებულ სიახლეზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში, ორ მისამართზე, წლების განმავლობაში მცხოვრებ და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოთხ ოჯახს მერია საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებს. „იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კონკრეტულ მისამართზე და გარკვეული პრობლემების, შესაძლებელია, ბიუროკრატიული ბარიერების გამოც, ფართების დაკანონებასვერ ახერხებდნენ.მათ თბილისის მერია ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიღმის მასივში, VI კვარტალში, N19 კორპუსში მცხოვრებ სამ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა. აღნიშნულ მისამართზე ეს ოჯახები 30 წელია ცხოვრობენ. ასევე, საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა თემქის IV მიკრორაიონში, N5 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს. აბრამიშვილები აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ვულოცავ ყველა მათგანს ბინების დაკანონებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)