21:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 14:56:46, 1613 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიცის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე,  1977 წელს დაბადებული ა.ხ.,  ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით,  საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“   ტეროტორიაზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტში  რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს.  ნივთების შემოწმების შედეგად, ამავე ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. „ჰოვერბორდში“  500 გრამამდე ნარკოტიკული საშალება, სავარაუდოდ, „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics