|
2019-06-24 16:05:54, 1018 ნახვა
საზოგადოება
ტყის სექტორის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს
„სატყეო სექტორის განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტყის რესურსების გამოყენება ეკონომიკური პრინციპების დაცვით. მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ბანკს ტყის ახალი კოდექსის შემუშავებაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ სატყეო მეურნეობების მოდელი და ვფიქრობ, დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივიღებთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მსოფლიო ბანკის პროექტის „სამხრეთ კავკასია - კერძო სექტორის როლის გაძლიერება ტყის სექტორის განვითარების მიზნით“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განცხადა. შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტყის სექტორის კვლევის შედეგები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის ლიდერმა, ტუკა კასტრენმა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტყის ბუნებრივი საფარით, რასაც დაცვა-განვითარება სჭირდება და ამ კუთხით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ასევე, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სატყეო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)