|
2019-06-22 14:41:41, 1370 ნახვა
საზოგადოება
რობერტ სტურუა: ბოროტმა სულმა გაიმარჯვა - საქართველო აღარ არსებობს
რეჟისორი რობერტ სტურუა თბილისში ბოლო დროს განვითარებილ მოვლენებს ეხმაურება. სტურუა Facebook-ის საკუტარ გვერდზე წერს, რომ საქართველო აღარ არსებობს. "ბოროტმა სულმა გაიმარჯვა...ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არსებობს", - წერს რეჟისორი. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. ასაბლეის ფარგლებში საქართველოს რუსი დეპუტატები, მათ შორის ანტიქართული განწყობის მქონე დეპუტატი სერგეი გავრილოვი ეწვივნენ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია და სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც ღონისზიება გაიხსნა, აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა რუს დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყეს. ამის შემდეგ, 20 ივნისს ასამბლეის მორიგი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა. თბილისში რამდენიმე დღიანი საპროტესტო ტალღის მიზეზი კი, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. სხდომის გახნის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ გავრილოვის მიერ ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავება გააპროტესტა. შექმნილი დაპირისპირების გამო, რუს დეპუტატებს პარლამენტი დაატოვებინეს და სასტუმრო "რადისონში" გადაიყვანეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან "რადისონთან" გადაინაცვლა. მომიტინგეებმა სასტუმროს შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ რუსი დეპუტატები დაცვის თანხლებით სასტუმროდან გაიყვანეს და ქვეყანა დაატოვებინეს. საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომა იყო. აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს პოლიციის კორდონის გარღვევისკენ და პარლამენტის შენობის დაკავებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 სამართალდამცველი. ადგილზე მყოფმა სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. რამდენიმე საათიანი შეტაკებების შემდეგ, სპეცრაზმმა დემონსტრანტების დარბევა დაიწყო. რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლება სპეცრაზმმა დილის 07:00 საათისთვის დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს, მათ ნაწილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. შექმნილი ვითარების გამო მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. მასთან ერთად საპარლამენტო მანდატი ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ამის მიუხედავად დემონსტრანტები საპროტესტო ტალღას არ წყვეტენ. მომიტინგეებს კიდევ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)