|
2019-06-22 12:44:34, 1003 ნახვა
საზოგადოება
საელჩოები და არასამთავრობოები ღირსების მარშის გადადების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
რამდენიმე საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაცია ღირსების მარშის გადადებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია. „მივესალმებით „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებას 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტი+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია. ამავდროულად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მიერ 2019 წლის 17 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც მოუწოდა პასუხისმგებელ მხარეებს შეთანხმებულად გამოეყენებინათ მათ ხელში არსებული ყველა ბერკეტი დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, რასაც ლგბტ+ თემი განიცდის. მივესალმებით თემსა და მთავრობას შორის თემის პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტის მიზნით გასული კვირების მანძილზე გამართულ კონსულტაციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვნების პატივისცემა ხელს უწყობს დემოკრატიის გაძლიერებასა და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: გაერო საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის საელჩო, აშშ-ის საელჩო, გაერთიანებული სამეფოს საელჩო, გერმანიის საელჩო, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, საფრანგეთის საელჩო და შვედეთის საელჩო.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)