23:18 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 21:55:43, 1077 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეები გახარიას დაკავებულების გასათავისუფლებლად ვადას 12:00 საათამდე აძლევენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მშვიდ ვითარებაში გრძელდება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები მიმართავენ.

 როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ თანამდებობას შსს მინისტრი, გიორგი გახარია არ დატოვებს.

მისივე თქმით, ხვალ აქციას ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობა შემოუერთდება.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შემოუერთდნენ.

„ჩვენ აქ ვდგავართ იმისათვის, რომ რუსულმა ჩექმამ აღარ შემოაბიჯოს. ვგდავართ თქვენი და ჩვენი ოჯახებისთვის“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები შსს 12:00 საათამდე აძლევენ ვადას იმისათვის, რომ უწყებამ გუშინ რუსთაველზე დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლოს.

„არ დავიშლებით, სანამ გახარია არ გაათავისუფლებს ჩვენ მოქალაქეებს და არ დატოვებს თანამდებობას“, - აცხადებენ ისინი.

ამასთან, მოქალაქეები პერიოდულად სკანდირებენ „გაუმარჯოს საქართველოს“, „არა ოკუპაციას“ და უცენზური სიტყვებით მოიხსენიებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

მოქალაქეებს ბანერები აქვთ მიტანილი.

აქციაზე რამდენჯერმე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics