|
2019-06-20 13:01:55, 915 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეები, რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ [ვიდეო]
პარლამენტთან, მოქალაქეები თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებასა და პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას აპროტესტებენ. დემონსტრანტებს ბანერები აქვთ მოტანილი და აპირებენ რუს დეპუტატებს სირცხვილის მორიგი კორიდორი მოუწყონ. "ვაპროტესტებთ საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთისადმი, რუსი დეპუტატების ყოფნას პარლამენტში ზოგადად. ეს არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი. არ შეიძლება ასეთი კომფრომისტული დამოკიდებულება პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ნასყიდაშვილმა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციას ორგანიზება "რუსეთი ოკუპონტიამ" გაუწია. ცნობისთვის, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრება. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეა პარლამენტში იმართება. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია და მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)