|
2019-06-20 12:00:25, 937 ნახვა
საზოგადოება
„ველოდებით „თბილისი პრაიდის“ სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ - ევროპელი დეპუტატების მიმართვა
ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები, საქართველოში "თბილისი პრაიდის" ჩატარების საკითხს ეხმაურებიან. ევროდეპუტატებმა შესაბამისი წერილით ევროკომისრებს ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანსა და ვერა იოუროვას მიმართეს. როგორც მათ მიმართვაშია აღნიშნული, “ულტრამემარჯვენე ლგბტ-ფობიური ჯგუფების თავდასხმების საფრთხის ფონზე, საქართველოში პირველი პრაიდის ჩატარება იგეგმება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ზომების მიღებაზე, რომ პრაიდი მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს. ცხადია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მსვლელობის უსაფრთხოების დაცვა საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრაციები უსაფრთხო გარემოში. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადასცეთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ველოდებით, მათგან ადამიანის უფლებების სრულფასოვნად დაცვას და მარშის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, - წერია ევროპელი დეპუტატების წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)