16:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 14:18:27, 1034 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოცაილური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი სამედიცინო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს უკვე დღეიდან მიიღებს. 

ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ცენტრის შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა.

ამჟამად სიმულაციური სწავლებები ცენტრის მომავალ ტრენერებს უტარდებათ. სასწავლო ცენტრში, ყველა ძირითადი სპეციალიზაციის ექიმისა და ექთნის გადამზადებაა შესაძლებელი. ცენტრი განკუთვნილია როგორც სიმულაციური ისე თეორიული სწავლებისთვის. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც არის მოწყობილი, რომლითაც რეგიონებიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს.

„ეროვნული სასწავლო ცენტრის შენობა წინა ხელისფლების დროს აშენდა, თუმცა უხარისხოდ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების გამო, სარემონტო გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა. შენობას ტექნოლოგიური ბზარი ჰქონდა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. შენობის გარე ფასადზე შეიცვალა მოსაპირკეთებელი ფილები, ხელახლა გადაიხურა სახურავი და ტერასები, ახლიდან მოეწყო ჰიდროიზოლაციაც. ამჟამად ცენტრის შენობა თანამედრიოვე სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი. სასწავლო ბაზა მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და მულაჟებით არის აღიჭურვილი“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics