20:15 - 22 Jul, 2026
|
2019-06-19 12:23:01, 5665 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს
თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საგზაო სამუშაოები გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე განხორციელდება. „სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. გზის საფარი პირველ რიგში მოიფრეზება. რადგან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქში ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა კიდევ შევაყოვნოთ მძღოლები. ამიტომ, სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. 10 დღე დაჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას და დაახლოებით 900 ათასი ლარია პროექტის ღირებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)